პროექტის ძირითადი მიზანი პოლიტიკური პარტიების ეკონომიკური პალტფორმებისა და დაპირებების შეფასებაა წინასაარჩევნო პერიოდში.

პარტიების მიერ წარმოდგენილი წინასაარჩევნო პლატფორმები და დაპირებები განიხილება კატეგორიების მიხედვით. ეს კატეგორიებია: დასაქმება, განათლება, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა და მაკროეკონომიკური საკითხები. თითოეულ კატეგორიაზე მუშაობენ დამოუკიდებელი ექსეპერტები, რომლებიც პროექტის ფარგლებში შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით, აფასებენ დაპირებებსა და პროგრამებს ექვსი ინდიკატორის მიხედვით. (შეფასებისმეთოდოლოგია იხილეთ ქვევით).

გარდა განცხადებებისა/დაპირებებისა და პროგრამების შეფასებისა, ექსპერტები ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიების მიხედვით ამზადებენ თითოეული პარტიის ხედვისა და დაპირებების რეზიუმეს და დეტალურ ანალიზს.

პარტიების მიერ წარმოდგენილი საარჩევნო პლატფორმები და დაპირებები ფასდება ექსპერტების მიერ შემდეგი ექვსი კრიტერიუმის მიხედვით:

  • ფაქტობრივი სიზუსტე; ფასდება 1-დან 7-მდე, თუ დასახელებულია ფაქტები. ფასდება 0-ით, თუ ფაქტები არ არის დასახელებული.

    1. ყველა ფაქტი რომელიც დასახელებულია ტექტში/განცხადებაში არასწორია.
    2. თითქმის ყველა ფაქტი არასწორია.
    3. უმრავლესობა არასწორია.
    4. მხოლოდ რამოდენიმეა არასწორი.
    5. უმრავლესობა სწორია.
    6. თითქმის ყველა ფაქტი სწორია.
    7. ყველა დასახელებული ფაქტი სწორია.
  • ტექსტის/განცხადების თანმიმდევრულობა; ფასდება 1-დან 7-მდე.

    1. პოლიტიკური განცხადების თანმიმდევრობა ურთიერთგამომრიცხავია.
    2. თითქმის მთლიანად არათანმიმდევრულია.
    3. უმრავლესობა წინადადებები ურთიერთგამომრიცხავია.
    4. მხოლოდ ნაწილობრივ არათქნმიმდევრული.
    5. არ შიცავს მნიშვნელოვან წინააღმდეგობებს.
    6. თითქმის მთლიანად თანმიმდევრულია.
    7. სრულიად თანმიმდევრულია.
  • ეკონომიკური მიზანშწონილობა; ფასდება 1-დან 7-მდე.

    1. განცხადებაში აღნიშნული პოლიტიკის განხორციელება აბსოლიტურად არ არის გამართლებული ეკონომიკურად და იგი გამოიწვევს მკაფიოდ გამოხატულ უარყოფით შედეგებს მომავალში.
    2. განცხადებას პოლიტიკის შესახებ თთქმის არ გააჩნია ეკონომიკური აზრი.
    3. განცხადებას პოლიტიკის შესახებ გააჩნია მხოლოდ მცირეოდენი ეკონომიკური აზრი.
    4. პოლიტიკის შედეგები განუსაზღვრელია (ექნება როგორც დადებითი ასევე უარყოფითი შედეგები)
    5. პოლიტიკამ შეიძლება გამოიღოს დადებითი შედეგი.
    6. პოლიტიკის შედეგი უმეტესად დადებითი იქნება.
    7. პოლიტიკა ეკონომიკურად სრულიად განართლებულია.
  • განხორციელებადობა; ფასდება 1-დან 7-მდე.

    1. შემოთავაზებული პოლიტიკის განხორციელება შიუძლებელია როგორც მოკლევადიან ასევე საშუალოვადიან პერიოდში.
    2. შემოთავაზებული პოლიტიკის განხორციელება თითქმის შეუძლებელია მოკლევადიან და საშუალოვადიან პერიოდში.
    3. შემოთავაზებული პოლიტიკის განხორციელება ნაკლებად შესაძლებელია როგორც მოკლევადიან ასევე საშუალოვადიან პერიოდში.
    4. შემოთავაზებული პოლიტიკის განხორციელების შანსი დაახლოებით 50%-ია როგორც მოკლევადიან ასევე საშუალოვადიან პერიოდში.
    5. შემოთავაზებული პოლიტიკის განხორციელება ნაწილობრივ შესაძლებელია როგორც მოკლევადიან ასევე საშუალოვადიან პერიოდში.
    6. შემოთავაზებული პოლიტიკის განხორციელება თითქმის შესაძლებელია როგორც მოკლევადიან ასევე საშუალოვადიან პერიოდში.
    7. შემოთავაზებული პოლიტიკა განხორციელებადია.
  • მდებარეობა იდეოლოგიურ სპექტრზე; ფასდება 1-დან 7-მდე.

    1. პარტიის პოზიცია საკითხთან დაკავშირებით ხასითდება, როგორც ექსტრემალურად ლიბერალური (სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საკუთრების უფლების დაცვა, მაგრამ კანონი არ უნდა არეგულირებდეს ეკონომიკას და სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს შემოსავლების გადანაწილებაში, როგორიცაა მაგალითად ღარიბთა ან უმუშევართა დახმარება)
    2. პარტიის პოზიცია საკითხზე ხასიათდება როგორც ლიბერალური
    3. პარტიის პოზიცია საკითხზე ხასიათდება როგორც ზომიერად ლიბერალური
    4. პარტიის პოზიცია საკითხზე ხასიათდება როგორც დასავლურ ევროპული სოციალურ-დემოკრატიული
    5. პარტიის პოზიცია საკითხზე ხასიათდება როგორც ზომიერად სოციალისტური
    6. პარტიის პოზიცია საკითხზე ხასიათდება როგორც სოციალისტური
    7. პარტიის პოზიცია საკითხზე ხასიათდება როგორც კომუნისტური (წარმოების ყველა სახეობა უნდა იყოს ნაციონალიზირებული, ბიზნესმენები სასამართლოს წესით უნდა იქნენ აღიარებული როგორც “სპეკულიანტები”, სახელმწიფომ უნდა მართოს ეკონომიკა, უზრუნველყოს უფასო განათლება, ჯანდაცვა და ა.შ.)
  • იდეოლოგიური ფლიპ-ფლოპი.

    ეს ინდიკატორი გვიჩვენებს თუ რამდენად ვარირებს პარტიის განცხადებები იდეოლოგიურად.