არჩევნები: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები

სექტემბერი 19, 2016

დღეს,19 სექტემბერს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით და აშშ საელჩოს მხარდაჭერით, გაიმართა საჯარო დისკუსია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების სოციალური და ეკონომიკური პროგრამების შესახებ.
შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღეს შემდეგი პარტიების წარმომადგენლებმა: რესპუბლიკური პარტია (ბატონი თენგიზ ქოჩუა), „ქართული ოცნება“ (ბატონი გობრონ ჯახია), ნაციონალური მოძრაობა (ქალბატონი ლელა ქებურია), პაატა ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის (ბატონი ნიკა ობოლაძე).

შეხვედრა ორგანიზებული იყო ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროექტის „ინფორმირებული ამომრჩეველი საარჩევნო ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად“ ფარგლებში, რომელიც აშშ საელჩოს მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.

შემდეგი შეხვედრა გაიმართება 23 სექტემბერს, 13:00 საათზე ქალაქ ახალციხეში.

 

უახლესი განცხადებები - 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები

ამ მომენტისათვის განცხადებები არ ფიქსირდება