არჩევნები: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები

სექტემბერი 08, 2016

დღეს, 8 სექტემბერს 12 საათზე, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით და აშშ საელჩოს მხარდაჭერით, გაიმართა საჯარო დისკუსია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების სოციალური და ეკონომიკური პროგრამების შესახებ.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი მედიის, საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.

შეხვედრაზე პარტიის „ქართული ოცნება-ერთიანი საქართველო“ეკონომიკური და სოციალური პროგრამები წარმოადგინა ბ-მა აკაკი ზოიძემ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პროგრამა ბ-მა ზვიად ხორგუაშვილმა,ხოლო თავისუფალი დემოკრატების ეკონომიკური და სოციალური პროგრამების შესახებ პარტიის ლიდერმა ბ-მა ირაკლი ალასანიამ ისაუბრა.

შეხვედრა ორგანიზებული იყო ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროექტის „ინფორმირებული ამომრჩეველი საარჩევნო ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად“ ფარგლებში, რომელიც აშშ საელჩოს მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.

გაცნობებთ, რომ შემდეგი შეხვედრა გაიმართება 12 სექტემბერს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.

უახლესი განცხადებები - 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები

ამ მომენტისათვის განცხადებები არ ფიქსირდება