არჩევნები: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები

ივლისი 15, 2016


2016 წლის ივლისიდან დაიწყო ახალი პროექტი -  ინფორმირებული ამომრჩეველი საარჩევნო ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად. პროექტს ახორციელებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), საქართველოში აშშ საელჩოს მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში.

პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიული სისტემის გამჭვირვალობისა და ეფექტურობის გაუმჯობესება, საზოგადოებისთვის დროული და პროფესიული შეფასების მიწოდება წინასაარჩევნო დაპირებების და შეთავაზებების შესახებ.

პროექტის ამოცანაა ხელი შეეწყოს ქვეყანაში მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარებას, პოლიტიკური დისკუსიის კულტურის დამკვიდრებას რეგიონებში წარმომადგენლების აქტიურ მონაწილეობას ამ პროცესებში.

პროექტში მონაწილე პოლიტიკური პარტიები არიან:

  • კოალიცია - „ქართული ოცნება“
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • თავისუფალი დემოკრატები
  • საქართველოს რესპუბლიკური პარტია
  • ახალი პოლიტიკური ცენტრი - „გირჩი“

უახლესი განცხადებები - 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები

ამ მომენტისათვის განცხადებები არ ფიქსირდება