საპარლამენტო არჩევნები - 2016


2016 წლის ივლისიდან დაიწყო ახალი პროექტი - ინფორმირებული ამომრჩეველი საარჩევნო ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად. პროექტს ახორციელებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), საქართველოში აშშ საელჩოს მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში.

პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიული სისტემის გამჭვირვალობისა და ეფექტურობის გაუმჯობესება, საზოგადოებისთვის დროული და პროფესიული შეფასების მიწოდება წინასაარჩევნო დაპირებების და შეთავაზებების შესახებ.

პროექტის ამოცანაა ხელი შეეწყოს ქვეყანაში მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარებას, პოლიტიკური დისკუსიის კულტურის დამკვიდრებას რეგიონებში წარმომადგენლების აქტიურ მონაწილეობას ამ პროცესებში.

პროექტში მონაწილე პოლიტიკური პარტიები არიან:


  • კოალიცია - „ქართული ოცნება“
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • საქართველოს რესპუბლიკური პარტია
  • ახალი პოლიტიკური ცენტრი - „გირჩი“

საპრეზიდენტო არჩევნები - 2013


2013 წლის აგვისტოდან დაიწყო ახალი პროექტი - ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობის გაძლიერება პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო სოციალურ-ეკონომოკური პროგრამების შეფასების პროცესში. პროექტს ახორციელებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), საქართველოში აშშ საელჩოს მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში.

პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიული სისტემის გამჭვირვალობისა და ეფექტურობის გაუმჯობესება, საზოგადოებისთვის და ეთნიკური უმცირესობებისთვის დროული და პროფესიული შეფასების მიწოდება წინასაარჩევნო დაპირებების და შეთავაზებების, ასევე წამყვანი პოლიტიკური პარტიების მიერ წამოწეული პოლიტიკური შეხედულებების შესახებ (2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში) და ნაწილობრივ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

პროექტის ამოცანაა ხელი შეეწყოს ქვეყანაში მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარებას, პოლიტიკური დისკუსიის კულტურის დამკვიდრებას რეგიონებში და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების აქტიურ მონაწილეობას ამ პროცესებში.

პროექტში მონაწილე კვალიფიციური საპრეზიდენტო კანდიდატები არიან:

  • გიორგი მარგველაშვილი - კოალიცია „ქართული ოცნება“
  • დავით ბაქრაძე - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა
  • ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა - „ერთიანი საქართველო“
  • სერგო ჯავახაძე - მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“


საპარლამენტო არჩევნები - 2012


პროექტი ხორციელდება ოთხი გაერთიანებული ქართული კვლევითი ინსტიტუსის მიერ:

  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრი (EPRC)
  • ISET პოლიტიკური ინსტიტუიტი
  • თბილისის ლიბერალური აკადემია (LAT)
  • საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოში (TI Georgia)

პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება“ (G-PAC) ფარგლებში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინასებით ხორციელდება. პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს პროფესიული შეფასება საქართველოს პოლიტიკური პარტიების 2012 წლის წინა საარჩევნო განცხადებებისა და დაპირებების, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს გამჭვირვალობასა და ქართულ დემოკრატიულ სისტემას. ერთის მხრივ ეს ხელს შეუწყობს საქართველოს მოსახლეობას გააკეთოს არჩევანი ინფორმაციაზე დაყრდნობით, ხოლო მეორეს მხრივ დაეხმარება პოლიტიკურ პარტიებს მედიასთან და საზოგადოებასთან კომუნიკაციაში.რაც მთავარია ვებ საიტის ფორმატში ეს პროექტი ხელს შეუწყობს მრავალპარტიულ დემოკრატიას საქართველოში და ამავდროულად გააძლიერებს სახელმწიფოს მთავარ ინსტიტუტებს.

პროექტის მიზნობრივი და კვალიფიციური პარტიები:

  • ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა
  • კოალიცია “ქართული ოცნება”
  • ლეიბორისტული პარტია
  • ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
  • ახალი მემარჯვენეები
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

პროექტის ძირითადი მიზნები:

  • პოლიტიკური პარტიების პოზიციისა და პროგრამის ამომწურავი ინფორმაცია (სოფლის მეორნეობა, სოციალური უზრუნველყოფა, განათლება, ჯანდაცვა, მაკროეკონომიკული საკითხები). ვებ გვერდი წარმოადგენს თითოეული პარტიის ხედვასა და განცხადებას ყველა საკითხთან დაკავშირებით, ყოველივე ეს მოიცავს არა მხოლოდ ოფიციალურ პროგრამას არამედ, პარტიის სხვადასხვა წარმომადგენლების მიერ წინა საარჩევნო განცხადებებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. პორტალი ახლდება ყოველკვირეულად როგორ პოლიტიკური პარტიები აახლებენ პოზიციებსა თუ განცხადებებს.
  • წარმოვადგინოთ ექპერტების მიმოხილვა პოლიტიკურ პლატფორმებსა და განცხადებებზე. ეს ინფორმაცია რეგულარულად იქნება არჩევნებამდე.
  • პრეზენტაციებისა და დებატების ორგანიზება ყველა პოლიტიკური პარტიისათვის რათა მათ შეძლონ გააცნონ წინა საარჩევნო ეკონომიკური პლატფორმები მედიას,საერთაშორი ორგანიზაციებსა და საზოგადოებას. საერთო ჯამში გაიმართება 6 პრეზენტაცია სადაც ჩაერთვება ყველა პოლიტიკური პარტია. შედეგად პოლიტიკური პარტიების განცხადებები განხილული იქნება დამოუკიდებელ ექქპერტთა მიერ.

პარტნიორები


დონორები


პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება“ (G-PAC) ფარგლებში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინასებით ხორციელდება.

პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკის ხალხის გულისხმიერი მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინასებით. პროექტის ფარგლებში მომზადებული მასალების შინაარსზე მთლიანად პასუხისმგებელი არიან პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციები და ეს შინაარსი შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან EWMI-ს შეხედულებებს.